მთავარი
22.03.2006
საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების
პროექტი (განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ). იხილეთ დოკუმენტი
22.03.2006
”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიურო აცხადებს კონკურსს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსები სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში შემდეგ თანამდებობეზე... იხილეთ დოკუმენტი
21.03.2006
ბოლო წლებში კლიმატის დათბობასა და გლობალურ ცვლილებებთან დაკავშირებით, ტექნიკური დახმარების გასაწევად, 17-18 მარტს, ბაკურიანში, გაიმართა ორდღიანი სემინარი.
სემინარში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, მოლდოვას, სომხეთისა და საქართველოს წარმომადგენლები.
"ტასისი"-ს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ოთხ ქვეყანაში კლიმატის მკვეთრი ცვლილებების გამო შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება. პროექტის მთავარი მიზანია - სუფთა განვითარების მექანიზმების ამუშავება. დაწვრილებით>>>
13.03.2006
8-12 მარტს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიორგი პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში, ქალაქ ბერლინში მიმდინარე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენციის თემა გახლდათ - ”ბუნების დაცვა კავკასიაში - ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერება ბიომრავალფეროვნების დაცვის კონვენციის განხორციელების საკითხში”. დაწვრილებით>>>
04.03.2006
3 მარტს, საპატრიარქოში, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიორგი პაპუაშვილი, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შეხვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს.
შეხვედრისას სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მათ განიხილეს ეკლესია-მონასტრებისთვის გარკვეული ტერიტორიების გადაცემა-დაბრუნების; ტყის განაშენიანების 2 წლიანი პროგრამის ფარგლებში ერთობლივი მონაწილეობისა და ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიების გამწვანების საკითხები.
|