ძიება:
   
სამინისტროს შესახებ ცენტრალური აპარატი საჯარო სამართლის იურიდიული პირები საქვეუწყებო დაწესებულებები საიტის რუკა   
მთავარი
სიახლეები
პროექტები
კანონმდებლობა
ლიცენზიები, ნებართვები
აუქციონები
ბუნებრივი რესურსები
ტენდერები
ბმულები
კალენდარი
 
აპრილი 2006
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
 
ახალი ამბები   არქივი

 

15.05.2006

15 მაისს 14.00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა გუდაურში გახსნა საერთაშორისო კონფერენცია _ “შევაჩეროთ ბიომრავალფეროვნების კლება 2010 წლისთვის”.
კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ნორვეგიის გარემოს დაცვის სამინისტროს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დაწვრილებით>>

13.05.2006

13 მაისს, გარემოს დაცვსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიორგი პაპუაშვილი სააქციო საზოგადოება ”მადნეულში” არსებულ მდგომარეობას ადგილზე შესწავლის მიზნით ბოლნისში გაემგზავრა, სადაც დაათვალიერა გამამდიდრებელი ქარხანა, კვარციტის საწარმო, საბადო-კარიერები, კუდსაცავი.
გიორგი პაპუაშვილი ასევე დაესწრო ”მადნეულის” ეკოლოგიური ლაბორატორიის პრეზენტაციას. დაწვრილებით>>

11.05.2006

11 მაისს, საპატრიარქოში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ხელი მოაწერეს სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. აღსანიშნავია, რომ ეს დოკუმენტი შეიქმნა  2002 წელს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონკორდატის საფუძველზე.
ასევე, საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიასა და გარემოს დაცვის სამინისტროს შორის შეთანხმებით, დამტკიცდა ერთობლივი კომისია, რომელიც იმუშავებს ეკოლოგიური განათლების, ტყეების დაცვისა და აღდგენის, სამომლოცველო ტურიზმის განვითარებისა და ”ხატის ტყის” ინსტიტუტის აღდგენის საკითხებზე და სხვა მიმართულებებით. დაწვრილებით>>

05.05.2006

მაისს, 12.00 საათზე  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში,  მინისტრი გიორგი პაპუაშვილი შეხვდა საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის, "თბილგაზის", "ენერჯიინვესტის" საწარმო „აზოტის“, „საქცემენტის“, "საქნავთობისა" და სხვა მსხვილ საწარმოთა ხელმძღვანელებს. დაწვრილებით>>

04.05.2006

2006 წლის 5 მაისს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით, გამოაცხადა აუქციონი შემდეგ რაიონებში: მცხეთა, ახალციხე, ადიგენი, ზესტაფონი, რუსთავი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, თერჯოლა, სუფსის ტერიტორიაზე 9 ობიექტზე. (დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ "აუქციონები")

საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტი. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის ლოგოს დიზაინის მოსამზადებლად, საქართველოს დაცული ტერიტორიების დეპარტამენტისთვის ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად
იხილეთ დოკუმენტი >>> ქართულად >>> ინგლისურად

ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის ი. კვაშილავას განცხადებით სამინისტროს მიერ აუქციონის წესით გაცემულია შემდეგი რაოდენობის ბუნებრივი რესურსების რაოდენობა. დაწვრილებით>>>

28 აპრილს, 11.00 საათზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, გაიმართება მორიგი აუქციონი >>>

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიურო აცხადებს კონკურსს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო მეურნეობის დეპარტამენტში შემდეგ თანამდებობეზე იხილეთ დოკუმენტი

20.04.2006

ლიცენზიების და ნებართვების დეპარტამენტის მონაცემებით სამინისტროს მიერ 2005 წლის ნოემბრიდან დღეის მდგომარეობით ჩატარდა აუქციონი - ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, თევზჭერის ლიცენზიის, სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის გაცემის მიზნით.
ასევე დაიბეჭდა ლიცენზიებისა და ნებართვების ახალი მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რეესტრი. სულ აუქციონის შემოსულია 5 მილიონ ლარამდე. ასევე 20 აპრილს გამოცხადდა მორიგი აუქციონი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით 24 ობიექტზე სვადასხვა რეგიონებში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრიბი რესურსების სამინისტროში შემუშავდა ტყის სექტორის რეფორმა. იხილეთ დოკუმენტი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს დასაცლელად გამზადებული ავტომანქანა გაზ-53, რომელიც დატვირთული იყო 300 ცალი უკანონოდ მოპოვებული აკაციის ხის ჯიშის სარით.

იმავე ადგილას აღმოჩენილ იქნა 11800 ცალი აკაციის ხის ჯიშის სარი, რომლის მოცულობამ შეადგინა 107,2 კუბური მეტრი. ზარალის ღირებულებამ, კი 12 864 ლარი.  აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. საქმეს იძიებს კახეთის საოლქო პროკურატურა.

”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიურო აცხადებს კონკურსს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსები სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში შემდეგ თანამდებობეზე... იხილეთ დოკუმენტი

ბოლო წლებში კლიმატის დათბობასა და გლობალურ ცვლილებებთან დაკავშირებით, ტექნიკური დახმარების გასაწევად, 17-18 მარტს, ბაკურიანში, გაიმართა ორდღიანი სემინარი.
სემინარში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, მოლდოვას, სომხეთისა და საქართველოს წარმომადგენლები.
"ტასისი"-ს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ოთხ ქვეყანაში კლიმატის მკვეთრი ცვლილებების გამო შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება. პროექტის მთავარი მიზანია - სუფთა განვითარების მექანიზმების ამუშავება.
ინდოეთის, ჩინეთის, ბრაზილიისა და უკრაინის მაგალითებზე, სემინარის მონაწილეებმა განიხილეს პროექტის იდეის დასაბუთებაში გასათვალისწინებელი ყველა ფაქტორი (მათ შორის ბუნებრივი რესურსები, გარემო და ა.შ.).
ბაკურიანში გამართულ სემინარში, საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ _ ეკონომიკის, ენერგეტიკის, ფინასთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროთა წარმომადგენლები.

8-12 მარტს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიორგი პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში, ქალაქ ბერლინში მიმდინარე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენციის თემა გახლდათ - ”ბუნების დაცვა კავკასიაში - ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერება ბიომრავალფეროვნების დაცვის კონვენციის განხორციელების საკითხში”.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდა 70-მდე მონაწილე, მათ შორის, სომხეთისა და აზერბაიჯანის გარემოს დაცვის მინისტრები, დონორი ორგანიზაციები.
კონფერენციის პარალელურად, 10 მარტს გაიმართა შეხვედრა სამხრეთ კავკასიისა და გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრებს შორის.
ვიზიტის დროს, განსახილველ საკითხებს შორის, მხარეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: გაეროს ათასწლეულის მიზნების განხორციელების მდგომარეობა; `გარემოს დაცვა ევროპისათვის~ _ პროცესის ფარგლებში თანამშრომლობა; ენერგეტიკული პოლიტიკა; კლიმატის ცვლილება; გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და მომავალი თანამშრომლობა.

3 მარტს, საპატრიარქოში, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიორგი პაპუაშვილი, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შეხვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს.
შეხვედრისას სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მათ განიხილეს ეკლესია-მონასტრებისთვის გარკვეული ტერიტორიების გადაცემა-დაბრუნების; ტყის განაშენიანების 2 წლიანი პროგრამის ფარგლებში ერთობლივი მონაწილეობისა და ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიების გამწვანების საკითხები.

საქართველო, 0114 თბილისი, გ. გულუას ქ. #6
ტელ.: 275700 275720
© Ministry of Environment Protection and Natural Resources of Georgia